გარდაიცვალა ბავშვი, რომელიც მშობლებს სამკურნალოდ ახალგორიდან თბილისში გადმოჰყავდათ

ახალგორიდან თბილისისკენ მომავალ გზაზე გარდაიცვალა მცირეწლოვანი ბავშვი, რომელიც მშობლებს სამკურნალოდ მოჰყავდათ.

ახალგორელი აქტივისტის, თამარ მეარაყიშვილის ინფორმაციით, ბავშვი ავად რამდენიმე დღის წინ გახდა და სამედიცინო დაეხმარება ადგილობრივ საავადმყოფოში გაეწია, პარალელურად კი მიმდინარეობდა მზადება მისთვის კვალიფიციური სამედიცინო სერვისის გაწევის მიზნით თბილისში გადმოყვანაზე.

მეარაყიშვილის თქმით, ბავშვის პირობით საზღვარზე გადმოყვანის ნებართვის მიღება დაბადების მოწმობის არქონის გამო გაჭიანურდა. საბოლოოდ მშობლებმა მოზარდი მოსაბრუნის, იგივე რაზდახანის გამშვები პუნქტის გავლით გადმოიყვანეს საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე.

ცნობისთვის: ახალგორისა და ჯავის მაცხოვრებლებს რაზდახანის (მოსაბრუნი/ოძისი) და პერევის გამშვები პუნქტების გადაკვეთა ყოველი თვის 20-დან 30 რიცხვამდე შეუძლიათ, თუმცა ამისთვის საჭიროა 2022 წლის 20 დეკემბრის შემდეგ გაცემული საშვის ქონა, რომელთა გაცემაც ნელა და შეფერხებით მიმდინარეობს.

აღნიშნულ ინფორმაციას „რადიო თავისუფლება“ ავრცელებს.

მსგავსი თემები