,,ევროკავშირი მხარს უჭერს თქვენს გმირულ ბრძოლას”- ურსულა ფონ დერ ლაიენი ზელენსკის

ევროკომისიის პრეზიდენტს ურსულა ფონ დერ ლაიენსა და  უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. ლაიენის განცხადებით, იმედი აქვს, უახლოეს მომავალში უკრაინას ეწვევა.

“ევროკავშირი თქვენს გვერდით იქნება მანამ, სანამ საჭირო იქნება. ჩვენ მხარს ვუჭერთ თქვენს გმირულ ბრძოლას – ბრძოლას თავისუფლებისთვის და ბარბაროსული აგრესიის წინააღმდეგ”, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

მისი თქმით, ევროკავშირი მალე დაიწყებს უკრაინისთვის 18 მილიარდი ევროს ოდენობის მაკროფინანსური დახმარების შეთანხმებული პაკეტიდან თანხების გადარიცხვას ყოველთვიური ტრანშების სახით.

„მოუთმენლად ველი კვლავ თქვენთან შეხვედრას უკრაინაში უახლოეს მომავალში“, – განუცხადა ლაიენმა ვოლოდიმირ ზელენსკის.

მსგავსი თემები