უცნობი ქალი მანქანით გაეროს შტაბ-ბინაში შეჭრას ცდილობდა. მედიის ინფორმაციით, შტაბ-ბინის ტერიტორიაზე პოლიციის თანამშრომლებიც გამოიძახეს.
„დილით გაეროს შტაბ-ბინის ტერიტორიაზე ქალმა შეჭრა სცადა, თუმცა მან ეს ვერ მოახერხა.შემთხვევის ადგილზე პოლიცია მივიდა“, – აცხადებენ გაეროში.
პოლიციის ცნობით, 53 წლის ქალი საავადმყოფოში გადაიყვანეს.