უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უკრაინელმა სამხედროებმა წუხელ ირანული წარმოების Shahed-ის 39 დრონი და ფრთოსანი რაკეტა ჩამოაგდეს.
უკრაინის „აღმოსავლეთის“ სამხედრო სარდლობის ცნობით, დნეპროპეტროვსკისა და ზაპოროჟიეს ოლქებში ქვეყნის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ორშაბათს, გამთენიისას, ირანული წარმოების 9 დრონი ჩამოაგდეს.
ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გუშინ, ტრადიციული მიმართვაში აღნიშნა, რომ უკრაინელმა სამხედროებმა ახალი წლის პირველ ღამეს Shahed-ის 45 დრონი ჩამოაგდეს.