აშშ უახლოეს მომავალში ჯარების გადაყვანას აღმოსავეთ ევროპასა და ნატო-ს ქვეყნებში აპირებს

აშშ-ს პრეზიდენტის ჯო ბაიდენის თქმით, ახლოეს მომავალში აღმოსავლეთ ევროპისა და ნატო-ს ქვეყნებში აშშ-ს ჯარების გადაყვანა იგეგმება. ბრიტანული მედიის ცნობით, პენტაგონს დაახლოებით 8500 ამერიკელი ჯარისკაცი ევროპაში შესაძლო განლაგების მიზნით მზადყოფნაში ჰყავს.

“მე ჯარების გადაყვანას უახლოეს მომავალში აღმოსავლეთ ევროპასა და ნატო-ს ქვეყნებში ვგეგმავ, თუმცა არა დიდი რაოდენობით”, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.

პენტაგონის სპიკერმა ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ 8500-მდე ამერიკელი ჯარისკაცი გაძლიერებულ მზადყოფნაშია მოყვანილი აღმოსავლეთ ევროპაში შესაძლო განლაგების მიზნით.

მსგავსი თემები