,,სალომე ზურაბიშვილზე ზეწოლა, ბულინგი თუ განხორციელდება, პირადად მე საჯაროდ დავიცავ”- ხატია დეკანოიძე

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ხატია დეკანოიძის განცხადებით,  სალომე ზურაბიშვილთან კონტაქტი მხოლოდ საჯარო განცხადებებით შემოიფარგლება.

მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტზე ზეწოლა და ბულინგი განხორციელდება, მას საჯაროდ დაიცავს.

„ჩვენი მხრიდან სალომე ზურაბიშვილზე არანაირი ბულინგი არ მიმდინარეობს. საზოგადოების მოთხოვნაა, მიხეილ სააკაშვილი გადარჩეს. დამიჯერეთ, სალომე ზურაბიშვილთან ჩვენი კონტაქტი შემოიფარგლება მხოლოდ საჯარო განცხადებებით. მასთან რამდენიმე შეხვედრა იყო ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით, ბოლოს იყო ანა წითლიძის მონახულება, რაც უკავშირდებოდა მიხეილ სააკაშვილს. სალომე ზურაბიშვილს არ განვიხილავ, როგორც ინდივიდს, მას განვიხილავ, როგორც საქართველოს კონსტიტუციის ინტერესების გამტარებელს, რომელმაც ევროინტეგრაციის კურსი უნდა უზრუნველყოს. რა თქმა უნდა, მჯერა, დამოკიდებულებებზე არ არის საუბარი, საუბარია იმაზე, უნდა შეიწყალოს თუ არა მიხეილ სააკაშვილი. იმ შემთხვევაში, თუ მასზე ზეწოლა და ბულინგი განხორციელდება, პირადად მე საჯაროდ დავიცავ“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

მსგავსი თემები