,,რა საფრთხეს წარმოადგენს პატარა ალისკა სააკაშვილი ან ედუარდ სააკაშვილი ხელისუფლებისთვის და მიხეილ სააკაშვილისთვის”- ხატია დეკანოიძე

,,მინდა ვკითხო ხელისუფლებას – რა საფრთხე წარმოადგენს პატარა ალისკა სააკაშვილი ან ედუარდ სააკაშვილი ხელისუფლებისთვის და მიხეილ სააკაშვილისთვის?! ან რა საფრთხეს შეიძლება წარმოვადგენდეთ ჩვენ,”- ამის შესახებ ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

მისი თქმით, პარლამენტის წევრებისთვის მიხეილ სააკაშვილის მონახულების უფლების შეზღუდვა სააკაშვილის სრულ იზოლაციაში გადაყვანას ნიშნავს.

„გუშინ და გუშინწინ მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად არ შეუშვეს მისი შვილები, ასევე დღეს პარლამენტის წევრებს მესამე პრეზიდენტის მონახულების უფლება შეგვეზღუდა.

პარლამენტის წევრების მიერ პატიმრის მონახულების უფლება გამოიყენებოდა არა ყოველდღიურად, არამედ კვირაში ორჯერ. მიხეილ სააკაშვილის სრული იზოლაცია დასრულდა კიდევ იმ გადაწყვეტილებით, რომ მისი სასამართლო პროცესი გადაიდო. ხელისუფლების საბოლოო გადაწყვეტილებაა, მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური და ჰუმანური იზოლაცია – მისი ჯანმრთელობის საკითხების იზოლაცია. ეს ყველაფერი კი იმას ნიშნავს, რომ სააკაშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობა კიდევ უფრო მეტად გაუარესდება.

თუ საქმე უსაფრთხოების ზომების დარღვევას და უსაფროების ზომების გამკაცრებას ეხება, ეს იმას ნიშნავს, რომ თავად აღიარეს, რომ სააკაშვილთან დაკავშირებული უსაფრთხოების ნორმები დაცული არ არის – აღიარეს სასამართლო სხდომაზე ტოქსიკოლოგის მიერ გაკეთებული ძალიან მძიმე განცხადებები“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

მსგავსი თემები