„დაიღუპა და დაიჭრა მტრის 100-მდე ჯარისკაცი”- უკრაინელებმა დონბასში რუსების 4 სამეთაურო პუნქტსა და ცოცხალი ძალის კონცენტრაციის ტერიტორიებს დაარტყეს

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, უკრაინელმა ჯარისკაცებმა ზაპოროჟიეს ოლქის ვასილიევსკის რაიონში რუსული ძალების ცოცხალი ძალის კონცენტრაციას ადგილს დაარტყეს.

უწყების ცნობით, უკრაინის თავდაცვის ძალების ნაწილებმა, გასული დღის განმავლობაში, ლუგანსკისა და დონეცკის ოლქებში რუსული ძალების თავდასხმები მოიგერიეს და მოწინააღმდეგეს რამდენიმე დარტყმა მიაყენეს.

„დაიღუპა და დაიჭრა მტრის 100-მდე ჯარისკაცი. დანაკარგებს შორის არის რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის 15 თანამშრომელი“, – აცხადებენ გენშტაბში.

 

მსგავსი თემები