მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებს ციხეში 7 წლით გაშვებას უპირებენ. შს სამინისტრომ გამოძიება იმ სამოქალაქო აქტივისტების წინააღმდეგ დაიწყო, ვინც 14 დეკემებრს საქალაქო სასამართლოს ეზოში პენიტენციური სამსახურის იურისტს “მონა” ეძახა.
მესამე პრეზიდენტის მხარდამჭერებს გომელაურის უწყებიდან დაურეკეს და უთხრეს, რომ მათ წინააღმდეგ საქმე თავდასხმის მუხლით აღიძრა.
მიხეილ სააკაშვილის გადარჩენის მიზნით კი პროტესტი სულ უფრო მასშტაბური ხდება. ” თავისუფლება მიშას”- ამ მოთხოვნით აქცია პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან ფაქტობრივად უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. ყველა მოწვევის პარლამენტის წევრი ახლა ერთი მიზნისთვის ერთიანდება: სთხოვონ სალომე ზურაბიშვილს გამოიყენოს მის ხელთარსებული, კონსტიტუციით გარანტირებული ექსკლუზიური უფლება და შეიწყალოს ქვეყნის მესამე პრეზიდენტი. 70 მოქალაქის ხელმოწერით წერილი ზურაბიშვილის ადმინისტრაციას უკვე ჩაბარდა.