ახალი წლის მოახლოებასთან ერთად, თბილისის მერია ტრადიციულად აგრძელებს საახალწლო ნობათის დარიგებას. ტრადიციულად ახალი წლის დადგომამდე რამდენიმე დღით ადრე, მოწყვლადი კატეგორიის ოჯახებს საახალწლო ნობათები ურიგდებათ.
როგორც დედაქალაქის მერიაში განაცხადეს, თბილისში, თითოეულ მუნიციპალიტეტში წინასაახალწლოდ სოციალურად დაუცველი და სხვა მიზნობრივი ჯგუფებისთვის დარიგდება.
ყველა გამგეობას სოციალურად დაუცველი ოჯახებისა და სხვა მიზნობრივი ჯგუფებისთვის ერთნაირი სასაჩუქრე კალათა ექნება გამოყოფილი.
მუნიციპალიტეტების ცნობით, სასურსათო კალათში 21 დასახელების პროდუქტი შედის. ესენია: გაყინული ქათამი, მდნარი ყველი, ბურღულეული, ტკბილეული, ღვინო, კვერცხი და ა.შ.
მთაწმინდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის, მიხეილ გოგოლიძის თქმით, ერთი სასაჩუქრე პაკეტის ღირებულება 82,40 ლარს შეადგენს.
„პაკეტი საკმაოდ კარგია და კმაყოფილებას ნამდვილად იმსახურებს. ერთი პაკეტის ფასი 82.40 ლარია. ეს პაკეტი გადაეცათ სოციალურად დაუცველებს, რომლებიც სარგებლობენ უფასო სასადილოს მომსახურებით. პლუს, ვეტერანებსა და უსინათლოთა კავშირის წარმომადგენლებს გადაეცათ, რომლებიც რეგისტრირებულები არიან ჩვენს რაიონში.“ – თქვა გოგოლიძემ.
სოციალურად დაუცველთა ჯგუფში გაწევრიანებულმა ბენეფიციარების ნაწილმა საახალწლო ნობათი უკვე მიიღო.
„მადლობა თბილისის მერიას საახალწლო ნობათისთვის…“; „ბედნიერად გვიმყოფოს ჩვენი ბატონი კახი, რადაც გვაძლევენ იმაზედაც მადლობელი უნდა ვიყოთ, მშვენიერ საჩუქრები დაარიგა თბილისში“ – აცხადებენ ბენეფიციარები.