გახარიას პოლიტიკურ იერიშს მმართველ გუნდში უპასუხეს. პარლამენტის თავმჯდომარე დაინტერესდა, გრძნობდა თუ არა ის თავს “მარიონეტად”, როდესაც მათი ხელისუფლების პირობებში პრემიერ-მინისტრის პოსტზე იყო.
„სიმართლე გითხრათ, ყოფილ პრემიერ-მინისტრს ასეთი კომენტარები არ ეკადრება. თუკი ის ამბობს, რომ ხელისუფლებაში ყოფნა ნიშნავს ბიძინა ივანიშვილის მარიონეტობას, მან თავდაპირველად უნდა კითხვას გასცეს პასუხი, ის თავს მიიჩნევდა თუ არა მარიონეტად, როდესაც ის იყო პრემიერ-მინისტრი. კიდევ ერთხელ, ყოფილ პრემიერ-მინისტრს ასეთი კომენტარები და განცხადებები არ ეკადრება. სამწუხაროდ ჩვენ ამას ვაკვირდებით უკვე დიდი ხანია და ამაზე პასუხისმგებლობა საზოგადოებამაც გასცა, – თქვა პაპუაშვილმა.
ექსპრემიერმა გიორგი გახარიამ მმართველი გუნდის წევრებს კომპეტენცია დაიუწუნა და თქვა, რომ პოსტების იქით, ისინი 500 ლარიან სამსახურებსაც კი ვერ იშოვიან.