ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნულმა კომისიამ ყოველდღიური კოვიდსტატისტიკის გამოქვეყნება შეწყვიტა. ამის შესახებ სააგენტო Guardian-ი წერს.
„შესაბამის ინფორმაციას კორონავირუსის შესახებ გამოაქვეყნებს ჩინეთის დაავადების კონტროლისა და პრევენციის ცენტრი“, – აღნიშნულია ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული კომისიის განცხადებაში.
რატომ გახდა აუცილებელი კოვიდსტატისტიკის გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელი უწყების შეცვლა და რა სიხშირით გამოქვეყნდება ახალი სტატისტიკური მონაცემები, ჯერჯერობით უცნობია.
Bloomberg-ის ინფორმაციით, ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული კომისიის დახურულ სხდომაზე კორონავირუსის შემთხვევების არაოფიციალური სტატისტიკა გააჟღერეს. ამ სხდომის ოქმის თანახმად, მიმდინარე კვირის ერთ-ერთ დღეს ახალი შემთხვევების რიცხვმა 37 მილიონს მიაღწია. საერთო ჯამში, დეკემბრის პირველი 20 დღის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსით 250 მილიონი ადამიანი, ანუ მოსახლეობის 18% დაინფიცირდა