მედიის ინფორმაციით, „თალიბანი“ ქალებს არასამთავრობო ორგანიზაციებში მუშაობას უკრძალავს

„თალიბანის“ ახალი განკარგულებით, ავღანეთში არასამთავრობო ორგანიზაციებში ქალებს მუშაობა აეკრძალებათ.

ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

ავღანეთის ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ქალი თანამშრომლების დიდი ნაწილი ჰიჯაბს არ ატარებდა და დრეს კოდს არ იცავდა.

შეგახსნებთ, რამდენიმე დღის წინ „თალიბანის“ გადაწყვეტილებით ავღანეთში გოგონებს სწავლა აეკრძალათ.

მსგავსი თემები