ყოფილი პრემიერი გიორგი გახარია საქართველოს მოქმედ ხელისუფლებას თავს ესხმის და ამბობს, რომ ისინი კაბინეტების გარეთ 500 ლარიან ხელფასსაც ვერ იშოვიან.
გიორგი გახარია პირდაპირ ამბობს, რომ დღეს საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე ბევრად უფრო პროევროპულია, ვიდრე პოლიტიკური ელიტა.
„წარმოგიდგენიათ, რომელიმე პოლიტიკური თანამდებობის პირები, ამ ხალხმა ძალიან კარგად იციან, როგორც კი იმ კაბინეტებიდან გამოვლენ ნული იქნება მათი ფასი. ესენი რომ აიღო და კონკურენტულ შრომის ბაზარზე რომ დატესტო, 500 ლარიან ხელფასს ვერ იშოვის ბევრი მათგანი, მაშინ როდესაც საშუალო დონის საჯარო მოხელე არის უაღრესად გამოცდილი, კეთილსინდისიერი და თავზე წამოასვეს უვარგისი პოლიტიკური ელიტა. ამაშია დღეს პრობლემა. დღეს საქართველოს მოქალაქე არის ბევრად უფრო პროევროპული, ვიდრე პოლიტიკური ელიტა”, – ამბობს გახარია.