ხერსონში დაღუპულთა რიცხვი 10-მდე გაიზარდა, დაჭრილებს შორის ბავშვიცაა

ხერსონის სამხარეო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, იაროსლავ იანუშევიჩის ინფორმაციით, დღევანდელი თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 10-მდე გაიზარდა.

“ამ წუთებში ჩვენ გვყავს 55 დაჭრილი […] და 10 დაღუპული ქალაქის ცენტრზე დარტყმის შედეგად“, – თქვა იანუშევიჩმა უკრაინის ეროვნული ტელემარათონის ეთერში.

მისი თქმით, 18 დაჭრილი მძიმე მდგომარეობაშია.  დაჭრილებს შორის 6 წლის ბავშვა.

შეგახსენებთ, რომ რუსმა ოკუპანტებმა ხერსონის ცენტრი დღეს დილით დაბომბეს.

მსგავსი თემები