რუსეთმა დონეცკი დაბომბა – დაიღუპა 4 მშვიდობიანი მოქალაქე

22 დეკემბერს დონეცკის რეგიონში რუსული დაბომბვის შედეგად 4 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 7 დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას დონეცკის რეგიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, პაველ კირილენკომ ავრცელებს.

,,22 დეკემბერს რუსებმა დონეცკის ოლქში 4 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს: 2 ჩასოვოი იარში და 2 ბახმუტში. რეგიონში კიდევ 7 ადამიანი დაშავდა”, – წერს კირილენკო ”ტელეგრამზე”.

უკრაინის მხარის ინფორმაციით,  23 დეკემბრის მდგომარეობით, დონეცკის რეგიონში რუსებმა მინიმუმ 1 279 ადამიანი მოკლეს, ხოლო სულ მცირე 2 780 მშვიდობიანი მოქალაქე დაჭრეს.

 

მსგავსი თემები