საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ მომხმარებლის მოტყუების ფაქტზე ორი პირი დააკავეს.
საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებს, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში, ცხოველთა სასაკლაო კუსტარულად ჰქონდათ მოწყობილი, სადაც შესაბამისი ნებართვის გარეშე, კანონმდებლობით გათვალისწინებული ვეტერინარულ-სანიტარული სავალდებულო პროცედურების უგულებელყოფით, ცხენისა და ვირის ხორცის დამუშავებას ახორციელებდნენ, რომლის რეალიზაციასაც თბილისში მდებარე ერთ-ერთ ბაზარში არსებული სავაჭრო ობიექტიდან საქონლის ხორცის სახით ახდენდნენ.