მადლობა ყველას გულშემატკივრობისთვის – ლაშა ტალახაძის პირველი კომენტარი მსოფლიო ჩემპიონატის მოგების შემდეგ

“ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა გულშემატკივარს. რთული მსოფლიო ჩემპიონატი იყო ჩემი სპორტული ფორმიდან გამომდინარე, მაგრამ მაინც შევძელით და მოვიგეთ მსოფლიო ჩემპიონატის სამი ოქროს მედალი.

ეს ჩემთვის მსოფლიო ჩემპიონატებზე მოპოვებული მეექვსე ოქროს მედალია, მართალია, ცოტა ვანერვიულე ჩემი გულშემატკივრები და სპორტის მესვეურები, მაგრამ არა უშავს, აუცილებლად გამოვასწორებ და უფრო დიდი შედეგებით დავუბრუნდები მსოფლიო ასპარეზს…

მადლობა ყველას გულშემატკივრობისთვის” – განაცხადა ლაშა ტალახაძემ.

ბოგოტაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ლაშა ტალახაძემ აკვრაში საბოლოოდ 251 კგ. დაძლია და მსოფლიო ჩემპიონი გახდა.

ლაშამ ატაცში 215, აკვრაში 251 კგ. დააფიქსირა და ორჭიდის ჯამში 466 კგ-ით ზედიზედ მეექვსედ იზეიმა მსოფლიო ჩემპიონობა.

მსგავსი თემები