„რასაც სააკაშვილი უძლებს, საერთოდ არანაირი მნიშვნელობა აქვს, როგორია ჩემი ჯანმრთელობა” – წითლიძე

რასაც სააკაშვილი უძლებს, საერთოდ არანაირი მნიშვნელობა აქვს, როგორია ჩემი ჯანმრთელობა – ამის შესახებ მოშმშლე დეპუტატი ანი წითლიძე აცხადებს.

მისი თქმით, ახლა მნიშვნელოვანია, რომ ბრძოლა გაგრძელდეს მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადასარჩენად.

„მნიშვნელოვანია, როგორ არის პრეზიდენტი. იმ ფონზე, რასაც ის უძლებს იქ, ამ დროს საერთოდ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, როგორია ჩემი ჯანმრთელობა. მე ძალიან ვთხოვ ყველას, ჩემს ჯანმრთელობაზე არ ინერვიულონ არავინ. მნიშნელოვანი არის, რომ გავაგრძელოთ ბრძოლა, იმიტომ, რომ ბრძოლას მოაქვს საბოლოო გამარჯვება. ჩვენი მთავარი მოთხოვნა რჩება უცვლელი – გადაიყვანონ პრეზიდენტი სააკაშვილი საზღვარგარეთ სამკურნალოდ. არ შეიძლება ჩვენ პრეზიდენტს ვკლავდეთ ციხეში და არ შეიძლება ამას ვუყურებდეთ ისე, რომ თითქოს არაფერი არ ხდება“.- ამბობს ანი წითლიძე.

მსგავსი თემები