პაპუაშვილმა სალომე სამადაშვილი სხდომიდან გააძევა

პარლამენტის სხდომიდან ოპოზიციონერი დეპუტატი, სალომე სამადაშვილი გააძევეს.

“სხდომა დახურულია, მანდატურებს ვთხოვ, რომ ქალბატონი სალომე გაიყვანონ გარეთ”, – მიმართა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის მანდატურებს, რის შემდეგაც სალომე სამადაშვილი დარბაზიდან გაიყვანეს.

სალომე სამადაშვილის გაძევება მოჰყვა რატი ბრეგაძის მინისტრის საათის მიმდინარეობისას დაწყებულ სიტყვიერ დაპირისპირებას. მინისტრი წინა ხელისუფლების პერიოდში, ციხეებში არსებულ ვითარებაზე საუბრობდა, რა დროსაც ოპოზიციონერები მას შეეკამათნენ. კონკრეტულად კი, სამადაშვილმა გააპროტესტა ბრეგაძის გადაწყვეტილება, პარლამენტის სხდომათა დარბაზიდან წაეკითხა ერთ-ერთი მსჯავრდებულის საქმიდან ამონარიდი, რომელიც წამებასა და გაუპატიურებას ასახავს.

მსგავსი თემები