აშშ უკრაინისთვის დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს

აშშ უკრაინისთვის დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს. ამის შესახებ აშშ-ს ნაციონალური უსაფრთხოების საბჭოს კოორდინატორმა სტრატეგიული კომუნიკაციების საკითხებში ჯონ კირბიმ განაცხადა.

CNN-ის ცნობით, ახალ პაკეტში საჰაერო თავდაცვის დამატებით საშუალებებზეა საუბარი, თუმცა დეტალების გასაჯროვებისგან კირბიმ თავი შეიკავა.

ამასთან, ცნობილია, რომ თეთრმა სახლმა უკრაინაში რუსეთის დღევანდელი იერიშები დაგმო. კირბის თქმით, ოკუპანტი უკრაინელების დაშინებას და ზამთარში პირობების გაუარესებას ისევ ცდილობს.

მსგავსი თემები