პარლამენტის მოშიმშილე დეპუტატთა რაოდენობა ერთით გაიზარდა

პარლამენტში მისულ რატი ბრეგაძეს დღეს საპროტესტო პლაკატებით ის დეპუტატებიც დახვდნენ, რომლებიც უკვე მეორე დღეა, საკანონმდებლო ორგანოს სხდომათა დარბაზთან შიმშილობენ. რადიკალური აქციის მონაწილეებს რაოდენობა დღეს კიდევ ერთი დეპუტატით გაიზარდა. დავით კირკიტაძის, ანი წითლიძისა და აბდულ ისმაილოვის მიერ დაწყებულ აქციას თემურ ჯანაშიაც შეუერთდა. ,,ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატები მხოლოდ მას შემდეგ შეწყვეტენ შიმშილობას, როდესაც მიხეილ სააკაშვილს სამკურნალოდ გადაიყვანენ.

შიმშილობა არ არის ის ფორმა, რომლითაც უნდა ხდებოდეს სახელმწიფოს მიმართ გადაწყვეტილებების იძულება – ასე პასუხობს პარლამენტის თავმჯდომარე ოპოზიციონერი კოლეგების გადაწყვეტილებას. შალვა პაპუაშვილი მოუწოდებს მოშიმშილე დეპუტატებს, შეწყვიტონ აქცია, რადგან შანტაჟი, მით უმეტეს, საკუთარი ჯანმრთელობის ფასად, მიუღებელია.

აქციის მონაწილეები გადაწყვეტილების შეცვლას არ განიხილავენ, ვიდრე მათი ერთადერთი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება.

მსგავსი თემები