,,ამბობდნენ, სისტემა კლავს სააკაშვილს და რა აღმოჩნდა? ვიაიპ პალატაშია, აღჭურვილია ყველანაირი კომფორტის საშუალებებით”- ზარქუა

,,ამბობდნენ, რომ სისტემა კლავს სააკაშვილს, ძალადობს მასზე, რა დღეში ჰყავთ და რა აღმოჩნდა? სწორედ ეს არის რაც მათ აცოფებთ, რომ VIP პალატაშია, აქვს რამდენიმე ოთახი,”- ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი აღჭურვილია ყველანაირი კომფორტის საშუალებებით.

„400 დღე გავიდა და მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, რადიკალური ოპოზიცია, ლობისტები – უფასო, ფასიანი, ამბობდნენ, რომ სისტემა კლავს სააკაშვილს, ძალადობს მასზე, რა დღეში ჰყავთ და რა აღმოჩნდა? სწორედ ეს არის რაც მათ აცოფებთ, რომ VIP პალატაშია, აქვს რამდენიმე ოთახი, აღჭურვილია ყველანაირი კომფორტის საშუალებებით და ეს პატიმარი ძალადობს რიგით პერსონალზე – სანიტრიდან დაწყებული, ექიმებით დასრულებული. გამოაქვეყნეს, რადგან ეს იყო საჯარო ინტერესი, ერთ-ერთმა ოპოზიციურმა არხმა რომ გამოაქვეყნა ფოტო, სად იყვნენ უფლებადამცველები? იქ არ შეილახა მისი პერსონალური მონაცემები? როცა საზოგადოება ხედავს ორმაგ სტანდარტს არ დაგიჯერებენ, ამიტომაც მიიღეს რევოლუცია საკუთარ პარტიაში და დარბიან ახლა და ერთმანეთს რადიკალიზმში ეჯიბრებიან. რაც უნდათ ის ქნან, ამ ქვეყანას არ ავარევინებთ, მეორე ფრონტი ამ ქვეყანაში არ იქნება, კანონის უზენაესობა იქნება მთავარი განმსაზღვრელი იმის, ვინ უნდა იყოს ციხეში და ვინ არა,”- განაცხადა ზარქუამ.

მსგავსი თემები