ევროკავშირი ილონ მასკის სანქცირებას გეგმავს

ევროკავშირი ციფრული მომსახურების შესახებ ევროკავშირის კანონმდებლობის შესაბამისად, სოციალურ ქსელ „თვითერის“ დირექტორის, ილონ მასკის სანქცირებას გეგმავს.

ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის, ვერა იუროვის განცხადებით, ციფრულ მომსახურებასთან დაკავშირებული ევროკავშირის კანონი მოითხოვს მედიის თავისუფლების პატივისცემას.

„ილონ მასკმა უნდა იცოდეს, რომ არსებობს წითელი ხაზები და მალე სანქციებია“, – წერს ევროკომისარი, ვერა იუროვა საკუთარი „თვითერის“ ანგარიშზე.

ცნობისთვის, სოციალურ ქსელ „ტვიტერმა“ რამდენიმე ჟურნალისტის, მათ შორის „ნიუ იორკ თაიმსის“, „სიენენის“ და „ვაშინგტონ პოსტის“ პროფილები დაბლოკა.

ჟურნალისტების ანგარიშები მას შემდეგ დაიბლოკა, რაც ჟურნალისტებმა ილონ მასკთან დაკავშირებული კრიტიკული პოსტები გაავრცელეს.

მსგავსი თემები