,,ნებისმიერი ადამიანი პოტენციური პაციენტია”- ლადო კახაძე

,,მე, როგორც ექიმს, ასეთი რამე მაქვს თქვენთან სათქმელი – ნებისმიერი ადამიანი პოტენციური პაციენტია,”- ამის შესახებსაპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლადო კახაძემ განაცხადა.

ლადო კახაძე სააკაშვილის მნახველების ფრჩხილების და მათი თმების შემოწმების წინადადებით გამოვიდა, ”იმიტომ, რომ არ არის გამორიცხული, რომ მცდელობა იყოს გაუკუღმართების”.

,,მე, როგორც ექიმს, ასეთი რამე მაქვს თქვენთან სათქმელი – ნებისმიერი ადამიანი პოტენციური პაციენტია. კონკრეტული ნოზოლოგიების კრებულით, ამას მოჰყვება დიაგნოზი. ზოგიერთი არის პაციენტის მიმართვის შემდეგ, ზოგიერთი საჭიროა, ადამიანის სადღაც მისავლინებლად. ეს დიაგნოზი შედგება 3 კომპონენტისგან: ძირითადი დაავადება, თანმხლები დაავადება და გართულება. დიაგნოზს ჰყავს თავისი დამსმელი, დიაგნოზი უნდა დაისვას და უნდა დაიცვას ადამიანმა ეს დიაგნოზი. ამ დიაგნოზის შესაბამისად ტარდება მკურნალობა. ამას ჰყავს დამცველები და ოპონენტები, ჰყავს ექსპერტები. მე გთავაზობთ: ორივე მხარე, ის მხარე, სახელმწიფო მხარე, ორივე პოტენციალი: შიდა პოტენციალი, გარე პოტენციალი. დავსვათ ეს ადამიანები, ლოგიკურად ვამსჯელოთ საჯაროდ და შეჯერებულ ვარიანტზე გამოვიტანოთ ყველას თვალწინ დიაგნოზი, რომელიც ყველასთვის მისაღები იქნება.

რაც შეეხება მოწამვლას, ამ დარბაზშიც იყო მოწამვლა, ჩვენ არ ვიცოდით ის ადამიანი შემოიტანდა თუ არა საწამლავს. 1500-ზე მეტი მნახველი ჰყავს. მე მაქვს წინადადება, ამ ადამიანების მიმართ პასუხისმგებლიანი დამოკიდებულებისა, შევამოწმოთ მათი ფრჩხილები და მათი თმებიც, იმიტომ, რომ არ არის გამორიცხული, რომ მცდელობა იყოს გაუკუღმართების”,- განაცხადა ლადო კახაძემ.

მსგავსი თემები