,,არ აინტერესებთ სააკაშვილი მოკვდება თუ გადარჩება”- შალვა ხაჭაპურიძე

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, 16 დღეა პენიტენციურ სამსახურს სააკაშვილის ექსპერტიზის დასკვნის დოკუმენტები უდევს და ექიმებისთვის არ მიუწოდებიათ.

მისი თქმით, ეს არის მტკიცებულება იმისა, რომ პენიტენციურ სამსახურს არ აინტერესებს მიხეილ სააკაშვილი მოკვდება თუ  გადარჩება.

„გუშინ საღამოს ერთ-ერთ ტელეკომპანიაში ნინო ნადირაძემ შოკისმომგვრელი განცხადება გააკეთა და თქვა, სად არიან ადვოკატები, რატომ არ მაძლევენ ექსპერტიზის დასკვნასო. ეს არის 15 დეკემბერი. სასამართლოს პირველ დეკემბერს ჩემ მიერ ჩაბარდა დასკვნა და 21 ტომი მტკიცებულებები, რომელიც დაუყოვნებლივ პენიტენციურ სამსახურსაც გადაეცა. პენიტენციურის სამსახურის ხელშემკვრელი მხარე არის „ვივამედი“ და ისინი ვალდებულები იყვნენ, 2 დეკემბერსვე გადაეცათ ეს მასალები „ვივამედისთვის“ და „ვივამედი“ გაცნობილი უნდა იყოს ამას, შესაბამისად, ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად ღონისძიებას ატარებდეს. ანუ გაირკვა, რომ 15 დეკემბერს პენიტენციურ სამსახურს კლინიკა “ვივამედისთვის” არანაირი მასალები არ მიუტანია. ჩვენ ადვოკატებს ამის ვალდებულება არა თუ არ გვაქვს, არ შეიძლება მე კლინიკას რაიმე დოკუმენტები გადავცე.

ირკვევა, რომ „ვივამედმა“ არც კი იცის რაზე არის საერთოდ საუბარი და ხალხო, კითხვა მაქვს – რა ადეკვატურ მკურნალობაზე მიდის ამის მერე საერთოდ საუბარი? ანუ 16 დღეა დოკუმენტები უდევთ და ექიმებისთვის არც კი მიუწოდებიათ და ამის მერე შეიძლება ოდნავ მაინც სერიოზულად მოუსმინო იმ დეპუტატების საუბარს, რომლებიც გამოდიან და იძახიან, რომ სააკაშვილს თურმე ადეკვატური მკურნალობა უტარდება?“ – განაცხადა ხაჭაპურიძემ.

მსგავსი თემები