,,მკვლელო”- ხაბეიშვილი პარლამენტში საპროტესტო ბანერით მივიდა

“ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატი, ლევან ხაბეიშვილი  პარლამენტში საპროტესტო ბანერით “მკვლელო” მივიდა. მას თან ჰქონდა მიხეილ სააკაშვილის ფოტოები.

ამ ფორმით ხაბეიშვილს სურს საკანონმდებლო ორგანოში იუსტიციის მინისტრს, რატი ბრეგაძეს დახვდეს, რომელიც დღეს წლიური ანგარიშით წარსდგება.

თავდაპირველად საკანონმდებლო ორგანოს დაცვის თანამშრომლები ხაბეიშვილს შენობაში პლაკატებით შესვლის საშუალებას არ აძლევდნენ, რასაც სიტყვიერი შელაპარაკება მოჰყვა, თუმცა მოგვიანებით, მას შესვლის ნება დართეს.

მსგავსი თემები