,,ხვიჩა კვარაცხელია მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა”- მარეკ ჰამშიკი

„ნაპოლის“ გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა,” – ამის შესახებ beinsports-თან ინტერვიუში მარეკ ჰამშიკმა განაცხადა.

როგორც გამოცემა წერს, ”15-თამაშიანი დაუმარცხებელი სერიის შემდეგ, „ნაპოლის“ აღზევება კიდევ უფრო შთამბეჭდავი იყო”.

„ქართველმა ფეხბურთელმა, რომელიც ბათუმის „დინამოდან“ იტალიაში ივლისში გადავიდა, მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ლუჩანო სპალეტის „ნაპოლის“ სეზონის შთამბეჭდავ სტარტში, რომელიც სერია A-ში უახლოეს კონკურენტს რვა ქულით უსწრებს.

ამ სეზონში არცერთ ფეხბურთელს არ მიუღია მონაწილეობა მეტი გოლის გატანაში, ვიდრე კვარაცხელიამ და მას მხოლოდ თანაგუნდელი ვიქტორ ოსიმენი უთანაბრდება, რომელიც 9 გოლით იტალიის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირია“, – წერს გამოცემა.

მსგავსი თემები