პოლონეთში საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს

პოლონეთში, ბინების ქურდობის ბრალდებით, საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს. სამართალდამცველებმა 27 და 33 წლის მამაკაცები სპეცოპერაციისას აიყვანა.

გამოძიებით დადგინდა, რომ მათ მინიმუმ სამი ბინა გაქურდეს და წაიღეს როგორც თანხა, ასევე სხვა ძვირფასი ნივთები.

საქართველოს მოქალაქეებს უკვე შეეფარდათ წინასწარი პატიმრობა. მათ ჩადენილი დანაშაულისთვის თავისუფლების აღკვეთა 10 წლის ვადით ემუქრებათ.

მსგავსი თემები