ევროკავშირის ქვეყნები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-9 პაკეტზე შეთანხმდნენ

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეცხრე პაკეტი შეათანახმა. ამის შესახებ ინფორმაციას  Reuters-ი დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

,,სანქციები შეთანხმებულია. წერილობითი პროცედურა ხვალ შუადღემდე”, – განაცხადა ერთ-ერთმა დიპლომატმა Reuters-ის ცნობით.

7 დეკემბერს, ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეცხრე პაკეტი გამოაცხადა. მისი თქმით, სანქციების მეცხრე პაკეტი შემდეგ მოიცავს:

სასანქციო სიას 200-მდე რუსეთის მოქალაქე და კომპანია დაემატებასასანქციო სიაში მოხვდება კიდევ სამი რუსული ბანკიექსპორტზე შეზღუდვები დაუწესდება რუსულ პროდუქციას, მათ შორის ორმაგი დანიშნულების პროდუქტებსა და ელექტრონიკასშეიზღუდება ოთხი რუსული ტელეარხის მაუწყებლობა.

მსგავსი თემები