,,რუსეთი თებერვალში თავდასხმების ახალი ტალღისთვის ემზადება”- ალექსეი რეზნიკოვი

უკრაინის თავდაცვის მინისტრის, ალექსეი რეზნიკოვის თქმით, რუსეთი მომავალი წლის თებერვალში ახალი მასშტაბური შეტევისთვის ემზადება.

მისივე თქმით, რუსეთი სხვადასხვა ბაზაზე უკვე ამზადებს 150 000 მობილიზებულს, რომლებსაც, სავარაუდოდ, ახალი შეტევისთვის გამოიყენებენ.

ე.წ „ნაწილობრივი მობილიზაციის“ ფარგლებში რუსეთმა მოახერხა 300 000-მდე ადამიანის გამოძახება, მათგან მოსკოვი უკვე იყენებს 150 000-ს თავისი ქვედანაყოფების გასაძლიერებლად, 150 000 კი საგულდაგულოდ ემზადება მომავალი შეტევისთვის, დაახლოებით 150 000 ადამიანია. ეს ადამიანები
გადიან წვრთნებს სხვადასხვა ბანაკებში, ისინი ემზადებიან სამი თვე, ამიტომ შეეცდებიან შეტევის შემდეგი ტალღა რაც შეიძლება მალე, თებერვალში წამოიწყონ, როგორც გასულ წელს. ეს მათი გეგმაა“, -განაცხადა რეზნიკოვმა.

მსგავსი თემები