,,უნდა მოიძებნოს ახალი გზები, რომ ყველა რუსმა ტერორისტმა, ყველა რუსმა ოლიგარქმა, რომლებიც ეხმარებიან ტერორისტ სახელმწიფოს პასუხი აგოს”- ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ტრადიციულ ვიდემიმარათვას ავრცელებს, სადაც ფრონტის ხაზზე არსებულ ვითარებაზე საუბრობს. ზელენსკის თქმით, ოკუპანტები უკრაინულ არმიას ვერ ამარცხებენ და ამიტომ ფიზიკურად ანადგურებენ ყველა ქალაქსა და სოფელს, რათა არ დარჩეს შენობები თავდაცვისთვის.

„ერთ დღეში რუსეთმა ხერსონს 16-ჯერ გაუხსნა ცეცხლი და ასე გრძელდება ყოველდღე. დღეს დარტყმები განხორციელდა ხარკოვის ოლქზეც. დონბასში, ისევე როგორც გასულ კვირებში, ახლაც ისევ გრძელდება რუსეთის ძალადობრივი თავდასხმები. ოკუპანტები უტევენ ყველა ძალით, რაც გააჩნიათ. ისინი ვერ ამარცხებენ ჩვენს არმიას და ამიტომ ფიზიკურად ანადგურებენ ყველა ქალაქსა და სოფელს, რათა არ დარჩეს შენობები და კედლებიც კი თავდაცვისთვის.

ერთადერთი გზა ამის შესაჩერებლად არის რუსეთის იძულება, ნაბიჯ-ნაბიჯ დაიხიოს და დატოვოს უკრაინული მიწა. ამისთვის აუცილებელია რუსეთზე ზეწოლის შენარჩუნება. უნდა მოიძებნოს ახალი გზები, რომ ყველა რუსმა ტერორისტმა, ყველა რუსმა ოლიგარქმა, რომლებიც ეხმარებიან ტერორისტ სახელმწიფოს, ყველა რუსმა ოფიციალურმა პირმა და პროპაგანდისტმა პასუხი აგოს ყველაფრისთვის, რასაც სჩადიან უკრაინის და, ზოგადად, თავისუფლების წინააღმდეგ“, – განაცხადა ზელენსკიმ.

 

მსგავსი თემები