უკრაინის ომბუდსმენი მიხეილ სააკაშვილთან შეშვებას ითხოვს

უკრაინის ომბუდსმენი საქართველოს ხელისუფლებას, მიხეილ სააკაშვილთან შეშვებას სთხოვს. დმიტრო ლუბინეცის თქმით, აუცილებელია, თავად დარწმუნდეს, რომ სააკაშვილის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

„მოვუწოდებ ხელისუფლებას, შემიშვან უკრაინის მოქალაქესთან, რომელიც ახლა „ვივამედის“ სამედიცინო ცენტრში იმყოფება. კრიტიკული მდგომარეობა, რომელშიც ახლა სააკაშვილი იმყოფება, შეშფოთებას იწვევს. ამიტომ ქართულმა მხარემ უნდა უზრუნველყოს მისი სათანადო სამედიცინო დახმარება და სათანადო განთავსების პირობები სამედიცინო დაწესებულებაში ან ხელი შეუწყოს მის გადაყვანას ევროპულ და ამერიკულ სამედიცინო დაწესებულებაში”, – წერს უკრაინის ომბუდმენი.

მსგავსი თემები