თბილისში, რუსთაველის გამზირზე ახალ ხე-მცენარეებს დარგავენ 

თბილისში, რუსთაველის გამზირზე ახალი ხე-მცენარეების დარგვა იგეგმება. კერძოდ, პარლამენტისა და კომპანია “მაგთის” შენობის წინ მდებარე გაზონებში ბზას და უთხოვარს დარგავენ.

როგორც “მთავარს” ​თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურში განუცხადეს, რუსთაველის გამზირზე სულ 43 ძირი ხე-მცენარე – 12 ძირი ჩვეულებრივი უთხოვარი, 22 ძირი წვრილფოთოლა ბზა კულტივარი და 9 ძირი ფოტინია კულტივარი დაირგვება.

მათივე ინფორმაციით, საგაზაფხულო სამუშაოების ფარგლებში, რუსთაველის გამზირზე უკვე დასრულდა ხეების სხვლა-ფორმირება, მოწესრიგდა ტერიტორიაზე არსებული მწვანე თარგები, გამოიწვალა 500 კვადრატული მეტრი მწვანე საფარი, მოეწყო სარწყავი სისტემები, დაირგო 11 124 ძირი ბეგონია, ტაგიტესი და იმპატიენსი, ასევე, ზოგიერთ მწვანე თარგში არსებული მცენარეები 50 ძირი მწვანე აუკუბათი და 20 ძირი ფოტოსპორუმით ჩანაცვლდა.

მსგავსი თემები