,,ჩემი შვილი დღეს მოითხოვს დაუყოვნებლივ მკურნალობას და დეტოქსიკაციას, რადგან ადამიანი მოწამლულია”- გიული ალასანია

მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას განცხადებით, პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული ვიდეოკადრები  არ ასახავს სრულ სურათს.

მისივე თქმით, კადრების გასაჯაროებამდე შეთანხმება უნდა ყოფილიყო, თუნდაც პატიმართან.

„რაც მოხდა ეს ყველაფერი სრულ უზნეობად მიმაჩნია და ვისაც არ უნდა ეხებოდეს, ნებისმიერ ადამიანს, მით უმეტეს პრეზიდენტის შემთხვევაში საერთოდ წარმოუდგენელია, არცერთ ცივილურ ქვეყანაში ეს არ მოხდებოდა, მაგრამ ეს ამავე დროს არის მთავარიდან მეორეხარისხოვანზე გადატანის მცდელობა. იმიტომ, რომ ჩემთვის, პირველი, მეორე, მესამე, მეოთხე თუ მეხუთე ადგილი აქვს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობას. ყველაფერი დანარჩენი არის მე-10 ხარისხოვანი. სხვათა შორის ის, რაც დეკემბრის კადრებია ნაჩვენები, არ ასახავს სრულ სურათს, როგორც წესი მე არც ერთხელ არ მინახავს ფეხზე დამდგარი, თუნდაც დამხმარე საშუალებითაც კი, როგორც წესი ის სულ წევს.

შეთანხმება უნდა ყოფილიყო, თუნდაც პატიმართან, რომ ეს კადრები გასაჯაროებულიყო. ჩემი შვილი დღეს მოითხოვს დაუყოვნებლივ მკურნალობას და დეტოქსიკაციას, რადგან ადამიანი მოწამლულია. ყოველ წუთს შეიძლება დასჭირდეს ინტუბირება, ყოველ წუთს შეიძლება დასრულდეს მისი სიცოცხლე. საერთოდ, როდემდე ვითამაშოთ და ვდგათ სპექტაკლები, ხან კადრები იქნება, ხან კიდევ რაღაც იქნება, ვიღაცამ კიდევ რაღაც თქვა, მერე ჩვენ რა და მის ჯანმრთელობას რა?! ევროპარლამენტარებმა მიიღეს ძალიან მკაცრი დოკუმენტი, დაუყოვნებლივ გათავისუფლებაზე“, -განაცხადა ალასანიამ.

მსგავსი თემები