,,ევროკავშირი სუვერენიტეტს კარგავს”- სოზარ სუბარი

„ხალხის ძალის” წევრის, სოზარ სუბარის განცხადებით, ევროკავშირი სუვერენიტეტს კარგავს. უმრავლესობის წევრი ევროპარლამენტის რეზოლუციას აფასებს, სადაც ბიძინა ივანიშვილის სანქცირებასა და მიხეილ სააკაშვილისა და ნიკა გვარამიას გათავისუფლებაზე არის საუბარი.

„ამ რეზოლუციაზე იმდენი ითქვა, მე არ ვიცი, რის დამატება შეიძლება. რასაც ჩვენ ვხედავთ ყველანი, ეს არის ის, თუ როგორ კარგავს ევროკავშირი სუვერენიტეტს და გადაწყვეტილებები, რომლებიც იქ მიიღება სინამდვილეში, სხვაგან მიიღება. ევროპარლამენტში არის ბევრი დეპუტატი, რომელიც უბრალოდ, ხელის აწევით ადასტურებს იმას, რისიც შეუძლებელია მათ სწამდეთ და სჯეროდეთ. მათ ძალიან კარგად იციან, რომ რასაც ისინი წერენ არის აბსოლუტური ტყუილი, მაგრამ ისინი მაინც აძლევენ ამას ხმას”, -განაცხადა სუბარმა.

მსგავსი თემები