,,ბალტიის ქვეყნები და პოლონეთი რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების ახალ პაკეტს ბლოკავენ”- გაბრიელიუს ლანდსბერგისი

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის, გაბრიელიუს ლანდსბერგისის განცხადებით, ბალტიის ქვეყნები და პოლონეთი რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების ახალ პაკეტს ბლოკავენ, რადგანაც რამდენიმე ქვეყანამ სურსათის ექსპორტის უზრუნველყოფის მიზეზით, სანქციების შემსუბუქება მოითხოვან.

მისივე თქმით, თავდაპირველად სასანქციო სიაში 1 500 ადამიანი და კომპანია იყო, შემდეგ კი ეს რიცხვი შემცირდა.

„შეთავაზებული წინადადებების მიხედვით, სანქციები არ შეეხებოდა პირად სახსრებს, თუ სახელმწიფოები იპოვიდნენ კავშირს ამ სახსრებსა და სასურსათო უსაფრთხოებას შორის, მაგრამ ძნელია იმის თქმა, როგორ უკავშირდება ოლიგარქების პირადი სახსრები სასურსათო უსაფრთხოებას. ჩვენ დავაყენეთ ეს საკითხი. გვესმის კონკრეტულ შემთხვევებში ევროპელი პარტნიორების წუხილის მიზეზი “, – განაცხადა ლანდსბერგისმა.

 

მსგავსი თემები