,,თუ ხელისუფლებას სააკაშვილის სიცოცხლის გადასარჩენად მსხვერპლი სჭირდება, დაე, ეს მსხვერპლი მე ვიყო”- ანი წითლიძე

,,თუ ამ ხელისუფლებას პრეზიდენტის სიცოცხლის გადასარჩენად სჭირდება მსხვერპლი, დაე, ეს მსხვერპლი მე ვიყო,” – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ანი წითლიძემ  განაცხადა.

„მინდა პირველ რიგში საზოგადოებას მოვუხადო ბოდიში. ჩვენი მიზანი არ არის ცუდი ემოციებისგან თქვენი დატვირთვა. მინდა ბოდიში მოვუხადო პრეზიდენტ სააკაშვილს, რომ ეს გადაწყვეტილება მასთან შეთანხმებული არ არის, მაგრამ არ შემიძლია ვუყურო პრეზიდენტ სააკაშვილის, ჩვენი თანამებრძოლის, ლიდერის და მეგობრის სიკვდილს ციხეში და არ გავაკეთო მაქსიმუმი იმისთვის, რომ პრეზიდენტის სიცოცხლე და ჯანმრთელობა გადავარჩინო. თუ ამ ხელისუფლებას პრეზიდენტის სიცოცხლის გადასარჩენად სჭირდება მსხვერპლი, დაე, ეს მსხვერპლი მე ვიყო. ამიტომ, მე, ჩემს მეგობრებთან ერთად შიმშილობას ვიწყებ მანამ, სანამ პრეზიდენტ სააკაშვილს არ ექნება შესაძლებლობა, რომ გადარჩეს“,-განაცხადა წითლიძემ.

ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებმა, დავით კირკიტაძემ, ანა წითლიძემ და აბდულა ისმაილოვმა შიმშილობას გამოაცხადეს.

მსგავსი თემები