მსოფლიო ჩემპიონატზე მაროკოსთან ბელგიის მარცხს ბრიუსელში არეულობა მოჰყვა

ბელგიაში, ფეხბურთის ეროვნული ნაკრების მაროკოსთან მარცხს არეულობა მოჰყვა.  გულშემატკივრებმა ავტომანქანები დაწვეს  და მაღაზიების მინები ჩაამსხვრიეს.

პოლიციამ მათ წინააღმდეგ ცრემლმდენი გაზი გამოიყენა. ბრიუსელში სამართალდამცველთა დამატებითი ძალების გამოძახებაც გახდა საჭირო. არიან დაშავებულებიც, მათ შორის ორი პოლიციაა.

პოლიციის ინფორმაციით, მომხდარის გამო 11 პირი დააკავეს.

ერთ-ერთი ვერსიით, არეულობა არა ბელგიის, არამედ, აფრიკული გუნდის გულშემატკივრებმა დაიწყეს და ასე აღნიშნეს გამარჯვება.

ცნობისთვის, კვირას კატარში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ბელგიის ნაკრები მაროკოსთან 2:0 ანგარიშით დამარცხდა.

მსგავსი თემები