რეგიონებში, 9 სახანძრო ობიექტი აშენდება

შს მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, რეგიონებში საგანგებო სიტუაციების მართვის 9 სახანძრო ობიექტი შენდება.

როგორც შს მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში, “მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას განაცხადა,პროცესი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მუშაობის ეფექტიანობას გაზრდის.

„საგანგებო სიტუაციების მართვის ნაწილი შსს-ს წელს დაუბრუნდა. მიმდინარე პერიოდში რამდენიმე ქალაქში მსხვილი საგანგებო სიტუაციების მართვის სახანძრო ობიექტების მშენებლობა მიმდინარეობს.ზუგდიდში, ანაკლიაში და ა.შ. ცხრა ობიექტი შენდება და ხდება ავტოპარკის განახლება იმისთვის, რომ სახანძროებს ჰქოდეთ საშუალება სრულფასოვნად და ეფექტურად მოემსახურონ ჩვენ მოქალაქეებს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მსგავსი თემები