„თუ დამაკავებენ, დამაკავონ, ზეწოლა არის გარედან, ელჩებისგან, ამერიკიდან“ – ზურა მახარაძე

„საგამომძიებლო უწყებებზე საერთაშორისო ზეწოლაა. რაც კითხვები იყო, ყველაფერს ვუპასუხე, დეტალებში არ შევდივარ. თუ დამაკავებენ, დამაკავონ, ზეწოლა არის გარედან, ელჩებისგან, ამერიკიდან“ –  ეს განცხადება თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოდან გამოსულმა  „ალტ-ინფოს” დამფუძნებელმა ზურა მახარაძემ მედიასთან გააკეთა.

რამდენიმე საათიანი გამოკითხვის შემდეგ, მან პოლიციის შენობა დატოვა თუმცა, არ გამორიცხავს, კიდევ დაიბარონ.

„როგორც გამოძიება გადაწყვეტს, ისე იქნება. თუ მათზე ზეწოლა იმხელა იქნება ამერიკიდან და ელჩებიდან, რომ დამაკავებენ, მაშინ დამაკავონ“, – განაცხადა ზურა მახარაძემ ჟურნალისტებთან.

მსგავსი თემები