,,დღეს „ნაციონალური მოძრაობა“ თავს ინადგურებს”- ბექა დავითულიანი

საპარამენტო უმრავლესობის წევრის, ბექა დავითულიანის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ თავს ინადგურებს.

მისი თქმით, ლევან ხაბეიშვილის „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეობის კანდიდატობა ღრმად არასერიოზული გადაწყვეტილებაა.

„როცა წლების განმავლობაში ცდილობ, რომ ქვეყანაში დესტრუქცია შექმნა, ეს ბუმერანგივით უკან გიბრუნდება და თავს საკუთარ პარტიასა და სოციუმში ინადგურებ. დღეს „ნაციონალური მოძრაობა“ თავს ინადგურებს, რადგან არჩევნები როგორც არ უნდა დასრულდეს, ნებისმიერი შედეგით, თუ ნიკა მელია დარჩება, „ნაციონალური მოძრაობა“ დაშლის საფრთხის ქვეშ დადგება, თუ ლევან ხაბეიშვილს აირჩევენ, ფრიად მხიარული მდგომარეობა იქნება, რადგან მისი კანდიდატობა მათი მხრიდან ღრმად არასერიოზული გადაწყვეტილებაა“,- განაცხადა დავითულიანმა.

მსგავსი თემები