ევროკავშირი უკრაინაზე მოსკოვის თავდასხმის საპასუხოდ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-9 პაკეტს ამზადებს. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ფინეთში ვიზიტის ფროს განაცხადა.
,,დღეს შემიძლია განვაცხადო, რომ მთელი სისწრაფით ვმუშაობთ სანქციების მე-9 პაკეტზე. და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ძალიან მალე დავამტკიცებთ რუსეთის ნავთობის გლობალური ფასის ლიმიტს G7-თან და სხვა მთავარ პარტნიორებთან ერთად. ჩვენ არ დავისვენებთ, სანამ უკრაინა არ დაამარცხებს პუტინს და მის უკანონო და ბარბაროსულ ომს”, – განაცხადა ევრპოკომისიის პრეზიდენტმა.