სერგეი ლავროვი ერევანში ჩავიდა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ერევანაში ჩავიდა, სადაც  კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (ოდეკაბე) საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს სესიაში მიიღებს მონაწილეობას.

ლავროვს ზვართნოცის საერთაშორისო აეროპორტში სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დახვდა.

შეგახსენებთ, დღეს სომხეთის დედაქალაქში, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის სამიტი გაიმართება. აღნიშნული ორგანიზაციის წევრები – რუსეთი, სომხეთი, ბელარუსი, ყაზახეთი, ყირგიზეთი და ტაჯიკეთი არიან.

მსგავსი თემები