,,დეოკუპაციის პროცესს იარაღის ლოგისტიკური მიწოდება ანელებს”- მიხაილო პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის განცხადებით, ქვეყნის ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლების პროცესს იარაღის ლოგისტიკური მიწოდება ანელებს. მისი თქმით, ფრონტზე საომარი მოქმედებების ინტენსივობა ძალიან მაღალია.

,,დეოკუპაციის პროცესს ანელებს იარაღის ლოგისტიკური მიწოდება. ომის ინტენსივობა ძალიან მაღალია – ყოველდღიურად 60 000 დაბომბვა ჩვენს პოზიციებზე. რა თქმა უნდა, იარაღის მოცულობა, რომელიც უნდა მივიღოთ – კერძოდ, გარკვეული ჭურვები – უზარმაზარია და ამის სწრაფად გაკეთება ლოგისტიკურად რთულია, მაგრამ ვფიქრობ, რომ ჩვენ ამას გავუმკლავდებით”, – განაცხადა პოდოლიაკმა.

მსგავსი თემები