ხმაური და დაპირისპირება დიღომში – ერთ-ერთ ოჯახს გამოსახლება ემუქრება

თბილისში, დიღმის მასივში, მე-3 კვარტალში ხმაურია. არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთ ოჯახს, მევახშის მოთხოვნით გამოსახლება ემუქრება.

ადგილზე მოსახლეობაა შეკრებილი, ისინი სოლიდარობას უცხადებენ ილია მეგრელიშვილის ოჯახს.

ილია მეგრელიშვილი სახლში დედასთან, ცოლთან და ორ მცირეწოლოვან ბავშვთან ერთად ცხოვრობს. მისი თქმით, წლის წინ მევახშეებისგან 6 000 დოლარამდე თანხა ისესხა, რომლის დაფარვასაც ვერ ახერხებდა.

მეგრელიშვილის განცხადებით,  საბოლოოდ გაფრთხილებისა და თანხმობის გარეშე უთხრეს, რომ ბინა მევახშემ გადაიფორმა.

ადგილზე მობილიზებულნი არიან აღსრულების ბიუროს თანამშრომლებიც.

მსგავსი თემები