რუსეთი თურქეთს მოუწოდებს სირიაში თავშეკავება გამოიჩინოს

რუსეთი თურქეთს მოუწოდებს, სირიაში თავშეკავება გამოიჩინოს და არ დაუშვას დაძაბულობის ესკალაცია. ამის შესახებ სირიაში რუსეთის ელჩმა ალექსანდრ ლავრენტიევმა განაცხადა.

„ჩვენ, რა თქმა უნდა, მოვუწოდებთ ჩვენს თურქ კოლეგებს გარკვეული თავშეკავებისკენ, რათა არ იყოს დაშვებული დაძაბულობის ესკალაცია არა მხოლოდ სირიის ჩრდილოეთით, არამედ მთელ ტერიტორიაზე“, – განაცხადა ალექსანდ ლავრენტიევმა.

მისივე თქმით, რუსეთმა ყველაფერი გააკეთა, რომ თურქეთის მიერ სირიაში ფართომასშტაბური შეტევითი სამხედრო ოპერაციის ჩატარება არ დაეშვა.

„რუსეთის ფედერაციამ ამის გაკეთება შეძლო და ჩვენ ვიმედოვნებთ, შევძლებთ, დავარწმუნოთ ჩვენი თურქი პარტნიორები, თავი შეიკავონ სირიის ტერიტორიაზე ძალის გადამეტებული გამოყენებისგან“, – განაცხადა ელჩმა.

მსგავსი თემები