,,ისევ „რაკეტების ცა“ მთელი უკრაინის თავზე, რუსეთი აგრძელებს მშვიდობიანი მოსახლეობის ტერორს”- მიხაილო პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი უკრაინის წინააღმდეგ დღეს განხორციელებულ კიდევ ერთ მასობრივ სარაკეტო დარტყმას ეხმაურება. მისი თქმით, რუსეთი აგრძელებს მშვიდობიანი მოსახლეობის ტერორს და კრიტიკული ინფრასტრუქტურის განადგურებას.

„ისევ „რაკეტების ცა“ მთელი უკრაინის თავზე. რუსეთი აგრძელებს მშვიდობიანი მოსახლეობის ტერორს და კრიტიკული ინფრასტრუქტურის განადგურებას. უკრაინა იმეორებს: რუსმა სამხედრო დამნაშავეებმა უნდა წააგონ და აღმოჩნდნენ განსასჯელის სკამზე. მშვიდობის სხვა გზა უბრალოდ არ არსებობს“, – წერს პოდოლიაკი.

მსგავსი თემები