ცივი იარაღის ტარებისთვის ჯარიმა 500 ლარამდე იზრდება

საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებულ კანონპროექტებს, რომლითაც ცივ იარაღთან დაკავშირებული რეგულაციები მკაცრდება.

ცვლილების თანახმად ცივი იარაღის ტარება გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, ნაცვლად 200 ლარისა, აგრეთვე, სანქციის სახით გათვალისწინებული იქნება ცივი იარაღის კონფისკაცია.
ხოლო ცივი იარაღის ტარების განმეორებით ჩადენა გამოიწვევს პირის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას.

მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დგება აღნიშნული სამართალდარღვევის ერთი წლის მანძილზე მხოლოდ მესამედ ჩადენის შემთხვევაში.

 

მსგავსი თემები