,,საბოლოო პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება”- პოლონეთის ელჩი ნატო-ში

ნატო-ში პოლონეთის ელჩის განცხადებით, მათ სასაზღვრო სოფელში რაკეტის ჩამოვარდნაზე “საბოლოო პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება”.

“საბოლოო პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება”, – განაცხადა სატკოვსკიმ.

მისი თქმით, ინციდენტი არ მოხდებოდა, რუსეთი უკრაინას თავს რომ არ დასხმოდა და არ ჩართულიყო ომის დანაშაულებში სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმით.

ცნობისთვის, 15 ნოემბერს, პოლონეთში, უკრაინის საზღვართან ახლოს, სოფელ პრჟედვოდოვში რაკეტა ჩამოვარდა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა. პოლონეთის განცხადებით, რაკეტა რუსული წარმოებისაა.

მსგავსი თემები